07 მაისი 2024,   01:50
ვრცლად
ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 2 პირი დააკავეს

ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა გამსახურდიას ქუჩაზე ბრალდებული აიყვანეს და სპეცოპერაცია დასრულდა. დაკავებულია 70 წლამდე პირი. ოჯახის წევრებმა მის დაკავებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს და განაცხადეს, რომ მას ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ქონია.

რაც შეხება მეორე სპეცოპერაციას, იბრაგიმოვების სახლიდან სამართალდამცველებმა დააკავეს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ელჩინ იბრაგიმოვი. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ელჩინ იბრაგიმოვი ერთხელ იყო უკვე გასამართლებული ნარკოდანაშაულისთვის და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები.

უწყების ინფორმაციით, ორივე ადგილიდან ამოღებულია რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია გუშინაც ჩატარდა, რომლის შედეგადაც ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები