07 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული დოკუმენტი პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული დოკუმენტი პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნა. არასამთავრობო სექტორს კი, ის გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას გააცნო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეთანხმებულ დოკუმენტს ნახევარფაბრიკატი უწოდა. ექსპერტებმა პრეზიდენტს ტაქტიკა დაუწუნეს, თუმცა შეხვედრაზე მისულებმა მმართველ გუნდს კონსესუსისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობამ სესიაზე პრეზიდენტი გააკრიტიკა. ოპოზიციამ კი, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციას "ქართული ოცნება" ისე ცვლის, რომ საკუთარი ხმების გარდა, არავის მხარდაჭერა აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები