05 მაისი 2024,   12:37
ვრცლად
„ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპი - ოპოზიცია თბილისის მერიის ვიდეორგოლზე საუბრობს

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თბილისის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ რეკლამის სხვადასხვა ტელეარხზე გაშვება, „ქართული ოცნების“ რეკლამაა. პოლიტიკოსები მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

„გაყალბება მიმდინარეობს, გაყალბების პროცესი არ არის მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ ისიც, თუ როგორ გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში, პირველ რიგში, ადმინისტრაციული რესურსი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან. ეს არის „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპი,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ამ რგოლით, ხელისუფლება საკუთარი საქმიანი იმიჯის შექმნას ცდილობს.

„ღიმილის მომგვრელია, თბილისის მმართველი გუნდი მოსახლეობას მხოლოდ ბრიყვული გამონათქვამებით თუ გამოადგება და ნამდვილად არა გაკეთებული საქმეებით,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას კანონის სრული დაცვით ახორციელებენ.

„ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ჩვენ კანონის სრული დაცვით ვახორციელებთ ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას,“ - აცხადებს მმართველი გუნდის საარჩევნო სია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები