02 მაისი 2024,   19:03
ვრცლად
1900 კვ.მ. ფართი და 5000 კვ.მ-მდე მიწა - ივანიშვილის კომპანიისთვის გადასაცემი ტერიტორიები თბილისში

1900 კვ.მ. ფართს თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. თბილისის საკრებულო მზად არის საჯარო პარკინგის მოქმედი ტერიტორია ყოფილი პრემიერის კომპანიას ერთ ლარად გადასცეს.

თავისუფლების მოედანთან, ხელოვნების მუზეუმის წინ პარკინგი ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდება. ამ ადგილით ის სასტუმრო ისარგებლებს, რომელიც „პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტი საფრთხეს ხელოვნების მუზეუმსაც შეუქმნის.

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანიის "თაბორი რეზორტსისთვის" გადასაცემად მომზადდა ბოტანიკური ბაღის ნაწილი, 5000 კვ.მ-მდე მიწა.

„ტფილისი ჰამქარი“ პასუხს ითხოვს "პანორამა-თბილისის" საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის 3 ნომერში დგება. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები