02 მაისი 2024,   12:38
ვრცლად
21 გარდაცვლილი და 32 დაშავებული - რუსეთში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა

უბედური შემთხვევა რუსეთში - ვლადიმირის ოლქში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა, რომელსაც მგზავრები ყაზახეთიდან მოსკოვში გადაჰყავდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 21 ადამიანი. 32 დაშავებული, რომელთა შორის ორი ბავშვია, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, სარკინიგზო გადასასვლელზე მოძრაობისას ავტობუსის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და ჩაქრა, რის გამოც მძღოლმა მოძრაობა ვერ განაგრძო. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის შესახებ რკინიგზამ მემანქანე გააფრთხილა, თუმცა საგანგებო მუხრუჭის მიუხედავად, მატარებლის გაჩერება ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველების ცნობით, ავარიის მიზეზების დასადგენად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება ავარიის თვითმხილველების და დაზარალებულების დაკითხვას გეგმავს.

დღის ამბები