07 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
ვაშინგტონსა და ანკარას შორის დიპლომატიური კონფლიქტი გრძელდება

დიპლომატიური კონფლიქტი ვაშინგტონსა და ანკარას შორის გრძელდება. ორივე ქვეყანამ მეორე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველა სახის არასაიმიგრაციო სავიზო მომსახურება შეაჩერა.

ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს განმარტებით, ისინი იძულებული არიან, შეერთებულ შტატებში დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოება ხელახლა შეაფასონ.

ანალოგიური განცხადება მანამდე ანკარაში ამერიკის დიპლომატიურ უწყებაში გაკეთდა. სავიზო მომსახურების შეჩერების მიზეზი კი, გასულ კვირას სტამბოლში, ამერიკის საკონსულოს თანამშრომლის დაკავება გახდა.

თურქეთის ხელისუფლება მას ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.


დღის ამბები