07 მაისი 2024,   07:54
ვრცლად
მსახიობი ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა.

შეწყალების მორიგი აქტი გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ გამოსცა.

ამ დრომდე პატიმრობაში რჩება კურტანიძესთან ერთად დაკავებული ტელეწამყვანი, ლევან როსტოშვილი. უცნობია, მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

როსტოშვილი და კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

დღის ამბები