07 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
შანხაიმ Victoria"s Secret-ის გრანდიოზულ შოუს უმასპინძლა

შანხაიმ Victoria"s Secret-ის გრანდიოზულ შოუს უმასპინძლა. ცნობილმა ბრენდმა რიგით 22-ე ჩვენებაზე 55 მოდელი შეკრიბა.

წელს შოუში ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა Victoria"s Secret-ის სახემ ალესანდრა ამბროსიომ.

ტრადიციულად ჩვენებამ ცოცხალი მუსიკის ფონზე ჩაიარა. შოუს მსვლელობისას საკუთარი ჰიტები ჰარი სტაილზმა, მიგელმა და ლესლი ოდომმა შეასრულეს. წლევანდელ ჩვენებას არ ესწრებოდნენ მომღერალი ქეთი პერი და მოდელი ჯიჯი ჰადიდი. 2015 წელს ისინი ტაივანის მხარდამჭერ კონცერტში მონაწილეობდნენ, რისთვისაც ჩინეთის სახელმწიფო მედიასა და ონლაინ გამოცემებში მკაცრად გააკრიტიკეს.

გარდა ამისა, შოუს წინ ჩინეთმა უცხოელებზე ვიზების გაცემაც შეზღუდა. Victoria"s Secret-ის შოუს სრული ჩანაწერი CBS-ის ეთერში 28 ნოემბერს გავა.

დღის ამბები