07 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
"ენმ" დღეს ღირსების მანიფესტაციას მართავს

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ღირსების მანიფესტაციას მართავს. ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებს რუსთაველის მეტროსთან 14:00 საათისთვის ელოდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ კიევში ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა არა ცალკეულ პოლიტიკოსებს შორის, არამედ ეს არის მოსკოვის მცდელობა, გააძლიეროს საკუთარი გავლენა.

ოპოზიციური პარტია საქართველოს ხელისუფლებას კიევთან შეთანხმებულად მოქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. 

“აშკარაა, რომ ეს არ არის ბრძოლა ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა დაგეგმილი კრემლში, სადაც რუსეთი იბრძვის თავისი გავლენების აღსადგენად. ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს იმყოფება ოკუპაციის ქვეშ, რომელიც იმყოფება ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ და ასეთ ქვეყანაში რუსეთს შეუძლია ფეხი მოიკიდოს თუ აქ იქნება კორუფციული კლანურ ოლიგარქიული მმართველობა, ამას რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ეფექტურად, სწორედ ამისთვის იმართება ეს აქცია,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები