07 მაისი 2024,   05:33
ვრცლად
პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს საგანგებო შეხვედრით უპასუხებს

პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს საგანგებო შეხვედრით უპასუხებს. გიორგი მარგველაშვილი ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მაუწყებლის შესახეხ კანონში შემავალი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს - მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს ეხება.

„გამოითქვა საზოგადოებაში ძალიან ბევრი შენიშვნა და კრიტიკული მოსაზრება, ამიტომ, პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს იმ მხარეებს, რომელთაც გამოთქმული აქვთ ეს მოსაზრებები, ეს იქნება მედიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ ასპექტებზე ან შეიძლება ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებიც ეხება ამ ცვლილებებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები