07 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
დეპუტატ სოფო კილაძის საქმეზე მისივე აპარატის თანამშრომლის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ამ წუთებში ცნობილი გახდა ქუთაისის სასამართლომ დეპუტატ სოფო კილაძესთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილება. მოსამათლემ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მისივე აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა.

ელგა ფოლადიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ იმ მიზეზით, რომ ის არ იყო იურისტი, სამსახურის დატოვება მოსთხოვა.

ფოლადიშვილის მტკიცებით, რეალურად დეპუტატი კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს. ფოლადიშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

დღის ამბები