07 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
მკვლელობა ლომთათიძის ქუჩაზე - სამართალდამცველებმა მოკლულის მეგობარი გამოკითხეს

ნაძალადევის პოლიციაში ის პირები გამოკითხეს, რომლებიც ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობას შეესწრნენ. სამართალდამცველებმა ასევე გამოკითხეს მოკლულის მეგობარი. 

დავით ქმოსტელი, მეტსახელად "ძივითა" ნიღბიანმა თავდამსხმელმა სახლის ეზოში ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქმოსტელი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში ის მეგობართან იყო ჩამოსული.

როგორც მეზობლები ამბობენ, შემთხვევა გუშინ 8 საათზე მოხდა და, სავარაუდოდ, მკვლელობაში ორი შენიღბული პირი მონაწილეობდა.

გამოძიება შინაგან საქმეთ სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები