02 მაისი 2024,   22:20
ვრცლად
სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.

მალხაზ ამონაშვილის ინფორმაციით, გამთენიისას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შეირაღებულმა სამართალდამცავებმა ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს და მოპარულ ტელევიზორებთან ერთად, იარაღსა და ხელთათმანებს ეძებდნენ. მისი ძმა ალექსი ამონაშვილი კი დაკითხვაზეა გადაყვანილი. ბინიდან ამოღებული არაფერია.

ახალგაზრდის თქმით, იმის გამო, რომ მამამისი წარსულში მხედრიონის დაჯგუფებაში ირიცხებოდა, პოლიციელები მათ ოჯახს არჩადენილი დანაშაულის აღიარებას მუდმივად აიძულებენ.

ზეწოლის ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ალექსი ამონაშვილს ქურდობის ფაქტზე დაწყებული საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დაკითხავენ. 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები