07 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
ყაჩაღობა რუსთავში - სასურსათო მაღაზია, სავარაუდოდ, შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

ყაჩაღობა რუსთავში - გავრცელებული ინფორმაციით, სასურსათო მაღაზია შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მან მაღაზიიდან 500 ლარამდე თანხის წაღება შეძლო. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, მაღაზიიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. 

დღის ამბები