18 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
რა ხდება ამ წუთებში ჩამონგრეულ კორპუსთან - "რუსთავი 2-"ის ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან 
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა
მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ
მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება
ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული
პერიოდულად ხდება დამატებითი ცოცხალი ძალისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზებაც. სამაშველო ოპერაციაში მოქალაქეებიც არიან ჩართულები
7 სართულიანი კორპუსი ჩამონგრევის მიზეზის რამდენიმე ვერსია ვრცელდება
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსის მე-6 სართულზე მიმდინარეობდა რაღაც ტიპის დაშენება და სწორედ ეს გახდა ნგრევის მიზეზი, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები