22 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ორი გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ორი გოლი გაიტანა. ნეაპოლიტანური კლუბი "დიეგო მარადონას" სახელობის სტადიონზე "მონცას" დაუპირისპირდა. ანგარიში 21 წლის შემტევმა 35-ე წუთზე გახსნა. 62-ე წუთზე კი ქართველმა შემტევმა მეორედ აიღო სტუმართა კარი.

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალა. ნეაპოლიტანურ კლუბს საწყის ორ ტურში 6 ქულა, 9 გატანილი და 2 მიღებული ბურთი აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. ხვიჩა კვარაცხელია კი 3 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარიდირია.

დღის ამბები