08 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
7 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლს ასაჩივრებს

ოპოზიცური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. შვიდი პოლიტიკური ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლს ასაჩივრებს, მათ შორის 41-ეს, რომელიც პოლიტიკურ სუბიექტს საშუალებას აძლევს, ამომრჩეველი არჩევნებზე იძულებით მიიყვანოს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებული რედაქცია კონსტიტუციის 28-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის.

პოლიტიკურმა პარტიებმა სარჩელს ხელი უკვე მოაწერეს და საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და აღნიშნულ მუხლებს არაკონსტიტუციურად ცნობს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ ცვლილების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების იძულებით მიყვანა არ დაუშვან.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბოლო არჩევნებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კომისიის წევრებს და ამომრჩევლებს თავზე ადგნენ. ამას კი ვაშაძე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მოიხსენიებს.

დღის ამბები