08 მაისი 2024,   23:17
ვრცლად
ელექტრონული მმართველობის სისტემაზე გადასვლა - ექსპერტები და ხელისუფლების წევრები საკითხზე მსჯელობენ

ელექტრონულ მმართველობის სისტემაზე გადასვლის შესახებ 50-ზე მეტი ექსპერტი და საჯარო სამსახურების წარმომადგენელი საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობს.

ევროკავშირის ამ რეკომენდაციაზე საქართველოს ხელისუფლების წევრები გამოცდილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისგან ისმენენ.

შეხვედრის მიზანია, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალიბება.

„პროექტის ფარგლებში ვიზიტი იყო დაგეგმილი პოლონეთში, სადაც გავეცანით პოლონეთის მოქნილი ქალაქების ე.წ. სმარტ სიტის გამოცდილებას, ასევე ვიზიტი გვქონდა იტალიაში სადაც გავეცანით დასავლეთ ევროპის ელექტრონული მმართველობის გამოცდილებას.

მაგალითები იქნება განხილული და შევეცდებით, რომ მისი დანერგვა დაიწყოს მომავალი წლიდან“- აცხადებს გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი აკაკი რუხაძე.

დღის ამბები