19 ოქტომბერი 2018,   03:31
ვრცლად
სასულიერო პირების მორიგი სკანდალი-სემინარიის კურსდამთავრებულები გაფლანგულ მილიონებზე საუბრობენ

სასულიერო პირების მორიგი სკანდალი-სასულიერო სასწავლებლის ყოფილი კურსდამთავრებულები მღვდელმთავრებს და პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. საუბარია სემინარიისა და აკადემიის მომავალი შენობების რეაბილიტაციაზე, რომელზეც საპატრიარქომ 4 მილიონი დახარჯა, თუმცა, შენობა ისევ შავიო კარკასის მდგომარეობაშია. ისტორიულ შენობაში მხოლოდ გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა და პირველი სართული ნაწილი შეილესა, სახურავი ამ დრომდე ღიად არის დარჩენილი, რაც საფრთხეს უქმნის ფრესკებს, რომელიც ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს მთავარ დარბაზშია.

სავარაუდო დანაშაულის კვალი ყოფილი სტუდენტების ინფორმაციით სასულიერო პირებამდე მიდის ისინი ამბობენ, რომ  სიის სათავეში პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე დგას. სწორედ ის ხელმძღვანელობს სასულიერო სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს, რომელიც წყვეტს რაში უნდა დაიხარჯოს სასწავლებლისთვის გამოყოფილი თანხები. ყოფილი სტუდენტები სავარაუდო ძალადობის ბრალდების შემდეგ მამა გიორგი ზვიადაძეს მიერ უკვე სავარაუდო ფინანსურ დარღვევებზეც ალაპარაკდნენ.

თავად მამა გიორგი ზვიადაძე ბრალდებებზე კომენტარს არ  აკეთებს.

საქმის ვითარებაში გარკვევა დღეს სემინარიის სტუდენტებმა ოფიციალურად მოსთხოვეს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს. სტუდენტების ჯგუფმა მღვდელმთავარს ღია წერილით მიმართეს და იმ პირების პასუხიმგებლობის დაყენება მოსთხოვეს ვინც თანხების არამიზნობრივ გაფლანგვაშია ბრალდებული. 

დღის ამბები