09 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს დონალდ ტრამპმა უკვე უმასპინძლა.

ლიდერების ორმხრივი მოლაპარაკებები მოგვიანებით იგეგმება, პირველი შეხვედრა კი თეთრ სახლში არაოფიციალურ გარემოში გაიმართა.

სადილის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მეგობრობის ნიშნად თეთრი სახლის ეზოში მუხა დარგეს. შეერთებული შტატების რეზიდენციაში ვიზიტამდე ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონის ქუჩებში ფეხით გაისეირნა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონის მემორიალი მოინახულა და იქ შეკრებილ ტურისტებს გაესაუბრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ემანუელ მაკრონი რამდენიმე შეხვედრას გამართავს და შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართავს. 

დღის ამბები