07 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა - "Freedom House"-ის ანგარიშში “რუსთავი 2" კიდევ ერთხელ მოხვდა

"Freedom House"-ის ანგარიშში “რუსთავი 2"კიდევ ერთხელ მოხვდა.

დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ კვლევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

მასში ნათქვამია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებული დავის გამო ქართული მედია-ლანდშაფტი შეიცვალა.

"ფრიდომ ჰაუსი" ასევე მიუთითებს იმ ფინანსურ სირთულეებზე, რაც "რუსთავი 2"-ს აღნიშნული პროცესის დაწყების შემდეგ შეექმნა.

ანგარიშში ასევე მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუქთარლის საქმე და აღნიშნულია, რომ მისი გატაცება საქართველოს სპეცსამსახურების აშკარა დახმარებით მოხდა.

დღის ამბები