09 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
ვითარება სომხეთში - ნიკოლ პაშინიანსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება

საპროტესტო მოძრაობა “ჩემი ნაბიჯის” ლიდერსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს შორის შეხვედრა ერევანში დღეს  გაიმართება - განცხადება ამის შესახებ ნიკოლ პაშინიანმა გუშინ საღამოს, მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები პრესის თანდასწრებით გაიმართება იმ მიზეზით, რომ ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

პაშინიანი განცხადებით, დღეს ერევანში საპროტესტო აქციები არ ჩატარდება.

მან მომხრეები მოუწოდა გიუმრიში დღეს დაგეგმილ მიტინგს დაესწრონ. ქალაქში სადაც რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქციის მონაწილეები ავტოკოლონით ჩავლენ.

დღის ამბები