08 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
მურთაზ ზოდელავას გამოკითხვის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

გამოძიების მიერ დასმული კითხვები უკავშირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს, „ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების თანამდებობის პირთა და წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების საქმიანობაში განხორციელებულ უკანონო ჩარევის ფაქტებს, რომელთა შედეგადაც „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და „ტელეიმედს“ 2007 წლის 8 ნოემბრის თარიღით შეუჩერა სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედება.

„გამოძიების კითხვები შეეხებოდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირების დავალებით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მიერ განხორციელებული ზეწოლითა და სახელმწიფო რესურსების არაკანონიერად გამოყენებით, გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ყველა ძირითადი ქონების, მათ შორის 2008 წლის 19 თებერვალს, „ტელეიმედისა“ და „რადიოიმედის“, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კონტროლს ქვეშ უკანონოდ გადასვლის ფაქტებს. შეგახსენებთ, რომ მ.ზ. 2007 წლის 7-8 ნოემბერს მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ხოლო 2008 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობებზე


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები