27 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
ბიზნესმენ ბერბერაშვილის სასტუმროში სამართალდამცველებმა გატაცებულ პირს მიაკვლიეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები 

“კურიერმა“ აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული დავით ბერბერაშვილის სასტუმროში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა გატაცებულ პირს მიაკვლიეს, რომელზეც ფულის გამოძალვის მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდა.

სპეცოპერაციის დეტალებზე ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი, მისი მეგობარი გიორგი ჭიჭინაძე და კიდევ ერთი ახალგაზრდა გუშინ დააკავეს.

დავით ბერბერაშვილი გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. ბერბერაშვილის ადვოკატი გამოძალვის ფაქტს გამორიცხავს.  

დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები