27 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საზოგადოების კონსოლიდირებას შევძლებთ" - კახა კალაძე

"ჩვენი პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საზოგადოების კონსოლიდირებას შევძლებთ ახალი ხედვების, იდეების განსახორციელებლად," - ეს განცხადება კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გააკეთა.

ის შეკრებილებს, პარტიის წევრებს, ბიძინა ივანიშვილსა და ყრილობაზე შკრებილებს მიესალმა. კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლა გაიხსენა. 

„ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, გარდამტეხი ცვლილება შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" თითოეულ მხარდამჭერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსამართლო რეჟიმს არ შეეგუა და ჩვენთან ერთად, თავისუფლება მოიპოვა. არჩევნების გზით ჩვენ ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინაღმდეგ მიმართული, ადმიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება, ხელისუფლებით რომლის მთავარი ღირებულებები - ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია. ჩვენმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების, სამართლიანობის უზენაესობის და კაცთმოყვარეობის გზაზე,“- აღნიშნა კალაძემ.

 

დღის ამბები