27 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
პრემიერის ინიციატივა - მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობას იწყებს 

პრემიერის ინიციტივით მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

ამ მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი მონაწილეობს.

არსებული ინფორმაციით, საუბარია კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გაიწერება.

დოკუმენტი ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდებისა და კერძო სექტორის ფართო ჩართულობით შემუშავდება და მის აღსრულებაში ყველა შესაბამისი რგოლი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობს, ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. რაც შეეხება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაში  აცხადებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად სამოქმედო გეგმის შემუშავება არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ ლიბერალიზაციის პარალელურად მომხმარებლების მიმართ პრევენციას არ აქვს ალტერნატივა. 

შეხვედრას ესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეც. მისი თქმით მსგავსი შინაარსის სამოქმედო გეგმა უწყებას უკვე აქვს. 

“ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული შიდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც პრევენციული ღონისძიებების არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. რომელიც მოიცავს როგორც საინფორმაციო კამპანიებს მოსწავლეებთან, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ასევე სხვადასხვა ტიპის სპორტულ და სახელოვნებო აქტივობას,“-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა, რომლითაც სამინისტრო ხელმძღვანელობს ღამის კლუბებში განვითარებულ მოვლენებამდე გაცილებით ადრე შემუშავდა.

დღის ამბები