09 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე - ქაშვეთში ექვსშვილიანი ოჯახების დალოცვა მიმდინარეობს

საყოველთაო ჯვრისწერა და მასშტაბური მსველელობა თბილისის ქუჩებში. სასულიერო პირები და მრევლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ.

მსვლელობის მონაწილეები ქალაქში დილიდან ყველა ცენტრალურ უბანს დაიკავებენ. სავარუდოდ, დღესვე ჯვარს 400-მდე წყვილი დაიწერს.  ქაშვეთის ტაძარში ოჯახების დალოცვა მიმდინარეობს.

„300-მდე ოჯახი მოდის ქაშვეთის ტაძარში, ექვსშვილიანი ოჯახები მობრძანდებიან და დაილოცება“- ამბობს მამა შალვა კეკელია.

როგორც მამა შალვა ამბობს, ამის შემდეგ რედისონიდან დაიწყება მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძარში გაემართება.

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ამაღლების დღესასწაულსაც აღნიშნავს.

დღის ამბები