09 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
საზეიმო წირვა ქაშვეთის ტაძარში - ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მეუფე შიო მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ლოცვას ქაშვეთის ტაძარში აღავლენს. ოჯახის სიწმინდისა და ამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიო მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს. საუბარია ოჯახებზე, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ. ქაშვეთის ტაძარში მივლენ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეებიც, რის შემდეგაც ტაძარში მყოფ მრევლთან ერთად მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება.

დღესვე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება საყოველთაო ჯვრისწერა. ჯვარს ის წყვილები დაიწერენ, რომლებიც, ქორწინებაში იმყოფებიან თუმცა ამ დრომდე ჯვარი არ დაუწერიათ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები