09 მაისი 2024,   00:48
ვრცლად
სამტრედიაში მძღოლები გაიფიცნენ

სამტრედიაში მძღოლები გაიფიცნენ. სოფელ იანეთში, ვაზისუბანი-ლანჩხუთის მონაკვეთზე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულმა 250-მა მძღოლმა კარიერამდე მისასვლელი გზა გადაკეტა.

აქციის მონაწილეები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, დავალიანება უკვე ერთ მილიონ ლარს აღწევს.

გზის დაგების სამუშაოებს ჩინური კომპანია სინო ჰიდროსი აწარმოებს.

აქციის მონაწილეებთან პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, გოგი წულაია, მივიდა.

„ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და მისი მოქალაქეების უფლება უნდა დაიცვას და ის ჩინოვნიკი, რომელსაც მილიონობით ლარი აქვს ჯიბეში ჩადებული, უნდა მოიყვანოს აქ და სულ თავი ატახუნებინოს იმ პირობებში, რაშიც ესენი არიან,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები