28 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
ბავშვის გატაცება ვალის დაბრუნების მიზნით - ზუგდიდში ცოლ-ქმარი დააკავეს

ბავშვის გატაცების ბრალდებით ზუგდიდში ცოლ-ქმარი დააკავეს. მეზობლები ჰყვებიან, რომ ბავშვის ოჯახს დაკავებული ცოლ-ქმრის ვალი აქვს და სწორედ ამ საქმის გასარკვევად მივიდა ცოლ-ქმარი ოჯახში.

მათ ადგილზე ბაბუა და შვილიშვილი დახვდნენ, მეზობლების თქმით, სწორედ ბაბუის ნებართვით წაიყვანა ცოლ-ქმარმა მცირეწლოვანი და მალევე უკან დააბრუნა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახმა, რომელსაც ვალის დაბრუნება არ სურს, ამ შემთხვევით ისარგებლა და საჩივრით პროკურატურას მიმართა.

შსს-ში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები