09 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
"მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითიც გადაადგილდებიან თბილისელები" - ქუმსიშვილი

მეტროს თანამშრომლების გაფიცვასა და დედაქალაქში ორდღიან სატრანსპორტო კოლაფსს, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეხმაურება.

ქუმსიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერი შესაძლებლობების მაქსიმუმ იყენებს პრობლემის მოსაგვარებლად. ქუმსიშვილი მეტროს მემანქანეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ მეტრო ის ტრანსპორტია,რომლითაც თბილისელთა დიდი ნაწილი მგზავრობს.

„მე ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს,რაც არის შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითიც გადაადგილდებიან თბილისელები და შესაბამისად, შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს გააჩნია, უნდა იყოს სწორად გამოყენებული“- აცხადებს ქუმსიშვილი.

მეტროს მემანქანეები, ისევ გლდანის დეპოსთან შიმშილობენ. დედაქალაქის ყველაზე მოთხოვნადი, იაფი და უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების თანამშრომლები, ხელფასების მომატებას ითხოვენ.

დედაქალაქის მერი, უკვე ორი დღეა, მემანქანეებთან საერთო ენის და ბიუჯეტში ხელფასის მომატებისთვის საჭირო თანხის გამოძებნას ვერ ახერხებს.

დღის ამბები