20 აგვისტო 2018,   01:27
ვრცლად
„ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში" - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას აფასებს

პრეზიდენტის განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პირის გადადგომისა და დანიშვნის დამკვიდრებულ პრაქტიკას მასკარადი უწოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება არასერიოზული იყო.

„ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში, არასერიოზულ განცხადებაზე ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. ამაზე მართლა გული მტკივა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად გარანტი რაღაცეების, გარანტი მათ შორის კონსტიტუციური სისტემის თუნდაც სიმბოლურად მაგრამ მაინც, არ შეიძლება ის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს შესაბამისად,  არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პრემიერის გადადგომასთან გაჩენილ კითხვის ნიშნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი პარტიის თავმჯდომარე უნდა გახდეს, თუ ქვეყანა ევროპული განვითარების გზას ადგას.

დღის ამბები