08 მაისი 2024,   02:37
ვრცლად
„ნუ მომკლავ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია თბილისშიც იმართება

პანკისის პარალელურად, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია თბილისშიც იმართება. აქცია, ლოზუნგით „ნუ მომკლავ“, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დაიწყო.

აქციის მონაწილეები თემირლან მაჩალიკაშვილის და დათუნა სარალიძის მკვლელობების დასჯას მოითხოვენ.

სუს-ის შენობასთან დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ძალოვანებისგან გარდაცვლილი ახალგაზრდის ტერორისტად მოხსენიების გამო, ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მართავენ აქციას. მართავენ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საკითხზე. დღეს ეს ადამიანები დგანან პანკისში სამართლიანობის სადარაჯოზე. მათი შვილები შეიწირა ამ ბინძურმა სისტემამ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.  

დღის ამბები