07 მაისი 2024,   22:12
ვრცლად
აფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე ევროსასამართლო საქართველოსა და აზერბაიჯანს მწვავე კითხვებს უგზავნის

ევროსასამართლო გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს რვა კითხვას, აზერბაიჯანს კი 6 მწვავე კითხვას უგზავნის.

მოპასუხე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირებული უფლებები, პასუხები კი 31 ივლისამდე მოამზადონ. ევროსასამართლოს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს დეტალურად დღეს ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი გაასაჯაროვებს, რომლის ადვოკატებიც თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ევროსასამართლოში იცავენ.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროსასამართლო ძალიან კრიტიკულად შეაფასებს იმ უფლებადარღვევებს რასაც ადგილი ჰქონდა აფგან მუხთარლის მიმართ,“-აცხადებს მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

დღის ამბები