27 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
კენიაში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

კენიის დედაქალაქში ხანძარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა. ცეცხლი ნაირობის ბაზარში ღამით გაჩნდა და მაღაზიების გარდა, საცხოვრებელ ბინებზეც გავრცელდა.

დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. ხანძრის დროს 70 ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობას საათნახევარი მოანდომეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ბოლო პერიოდში ბაზრის განზრახ დაწვა არაერთხელ სცადეს.

დღის ამბები