19 აგვისტო 2018,   08:18
ვრცლად
მესამე პუნქტია ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ "კურიერთან"

ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში ნატო-ს შტაბბინაში მამუკა ბახტაძე მოლაპარაკებებს მართავს ნატო-ს გენმდივანთან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

განსახილველ საკითხებზე შეხვედრის დაწყებამდე კურიერთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგის სპეცწარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, ისაუბრა.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აპატურაიმ ნატო-ს ბრიუსელის სამიტზეც ისაუბრა. 

ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს წვლილზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე. 

„NATO-ს გენერალურ მდივანს სურს, გადასცეს ახალ პრემიერ-მინისტრს, რამდენად ვაფასებთ საქართველოს წვლილს არა მხოლოდ ნატო-ს ოპერაციებში, არამედ ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში. ჩვენი მეორე გზავნილი იქნება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. მესამე პუნქტი, რომელსაც შეხვედრაზე წარმოვადგენთ, არის ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რომ ვგმობთ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება. მეოთხე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, ჩვენი სამომავლო თანმშრომლობა იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის კუთხით.

"რაც შეეხება სამიტის შედეგებს, ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, უკეთ დაინახოს, რა ხდებს საჰაერო სივრცეში, ზღვაზე, კიბერუსაფრთხოებაში. გავაღრმავებთ თანამშრომლობას სანაპირო დაცვასთან და სპეცდანიშნულების რაზმებთან. ველით ასევე უფრო მეტ თანამშრომლობას, რომ დავეხმაროთ საქართველოს კომუნიკაციის გაუმჯობესებაში. ნატო-ს პოზიციაა, რომ შემდეგი ნაბიჯი არის მაპი,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიამ.

დღის ამბები