08 მაისი 2024,   03:49
ვრცლად
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები რუსეთიდან - ექსპერტები სერგეი ლავროვის სპიკერის შეთავაზებას ცინიკურს უწოდებენ

ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება რუსეთიდან - ექსპერტები სერგეი ლავროვის სპიკერის შეთავაზებას თბილისთან სრულმასშტაბიანი ურთიერთობის აღდგენის შესახებ, ცინიკურს უწოდებენ.

იმ ფონზე, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება კრიტიკული ზღვარია, მარია ზახაროვას მშვიდობიანი გზავნილი სპეციალისტებისთვის არასერიოზულია.

„მოლაპარაკებები შეიძლება იქნას წარმართული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე და ჩვენი 300 ათასზე მეტი დევნილის დაბრუნებაზე სამშობლოში. ნატოს გაფართოება და ზოგადად ნატო უზღუდავს მას ხისტი ძალის გამოყენებას თავის მეზობლების წინააღმდეგ. თუ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, საქართველო და უკრაინა გაცილებით უფრო დაცულები იქნებიან,“-აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი დავით სიხარულიძე.

ანალიტიკოსებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ რაიმე სახის მოლაპარაკებების დაწყება მოსკოვთან იმ დრომდე, ვიდრე რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები