10 მაისი 2024,   18:41
ვრცლად
სადახლოს გორაკზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

სადახლოს გორაკზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა ცეცხლი ლოკალიზებულია.

ხანძარი საქართველო-სომხეთის საზღვართან ბუჩქნარს გაუჩნდა. დამწვარია 70 ჰექტარი ფართობი, აქედან 20 საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ცეცხლის ჩაქრობას 120 მეხანძრე-მაშველი 12 ავტოცისტერნის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ტერიტორიაზე კვლავ რჩება მცირე კერები, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი.

დღის ამბები