07 მაისი 2024,   11:24
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს აგრძელებს

გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს აგრძელებენ.

დღეს ისინი შუახევში, სოფელ ფურტიოში, იმყოფებოდნენ. მოსახლეობა ამბობს, მათ ქართული ოცნების მიმართ იმედები გაუცრუვდათ. გაჩერდა ყველა მთავარი პროექტი, სადაც მოქალაქეების დასაქმება იგეგმებოდა, გაზრდილია სიღარიბე და უმუშევრობა.

ვაშაძის განცხადებით, ამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც იფიქრებს არა საკუთარ თავზე, არამედ იზრუნებს მოქალაქეებზე.

გაერთიანებული ოპოზიცია ფართო მონაწილეობით მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე ქვეყანაში დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად. 

დღის ამბები