30 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
არაპროფესიონალური კვლევა - საპარლამენტო უმრავლესობა ადასტურებს, რომ ნონა მიხელიძის მოხსენების შემდეგ, ევროპარლამენტში წერილი გააგზავნა

საქართველოს პარლამენტი ადასტურებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის, ნონა მიხელიძის კრიტიკული მოხსენების შემდეგ, ევროპარლამენტში წერილი გააგზავნა და მიხელიძის დასკვნის კომპეტენტურობაში ეჭვი შეიტანა.

გზავნილში, რომელიც თბილისიდან ბრიუსელში გაიგზავნა, საკანონმდებლო ორგანო დასკვნის მხოლოდ იმ ნაწილს აპროტესტებს, რომელიც რელიგიური უმცირესობების დაცვის საკითხს ეხება, თუმცა საპროტესტო წერილში არაფერია ნათქვამი არაფორმალურ მმართველობაზე.

"რომის საერთაშორისო ინტიტუტის" ექსპერტმა, ნონა მიხელიძემ კი თავის მოხსენებაში საქართველოს ხელისუფლება ყველაზე მწვავედ არაფორმალური მმართველობის ნაწილში, ასევე მედიაზე ზეწოლისა და სასამართლო რეფორმის ჩავარდნის გამო გააკრიტიკა.

„ნებისმიერი ინფორმაცია, ანგარიში, რომელიც შეიძლება შემდგომ გამოყენებული იქნას რეზოლუციებში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტი, ინფორმაციის წყარო არაკომპეტენტური და არასწორია, ბუნებრივია, რომ ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ვეუბნებით, რომ ან ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული ანგარიშში ან არის არასწორი შეფასებები გაკეთებული. პარლამენტის წევრებისა და შესაბამისი კომიტეტების ვალდებულებაა, რომ ევროპარლამენტის შეცდომაში შეყვანა არ დაუშვას, ამას რომ არ ვაკეთებდეთ, ამაზე უნდა გვაკრიტიკებდეთ და არა პირიქით,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას არაპროფესიონალურსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

„ეს კვლევა არ არის პროფესიონალური, კრიტიკას ვერ უძლებს ვერცერთ ნაწილში, მე არცერთ საკითხზე მის მოსაზრებებს ვერ გავიზიარებ. კვლევაში არის საუბარი 2015 წლის შეფასებებზე მაშინ, როდესაც დღეს არის 2018 წელი და გამოყენებულია ყველაზე კრიტიკული კვლევებიდან მხოლოდ ყველაზე კრიტიკული ჩანაწერები, მაშინ, როცა იმავე კვლევაში სხვა უფრო პოზიტიურიც არის. ეს მიქმნის განცდას, რომ ექსპერტს ჰქონდა წინასწარი განწყობა, რომ დაეწერა ასეთი ანგარიში. მე არ მაქვს პრობლემა კრიტიკული კვლევების მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ანგარიში არის ცალმხრივი და ნდობას არ იმსახურებს. კვლევა არის ჩემთვის ღიმილის მომგვრელი,“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები