07 მაისი 2024,   15:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას - ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს, ჩემი შვილი ვიღაცა არ არის. ამ საქმის გამოძიებას სხვა ხელისუფლება გააგრძელებს - ეს განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ გააკეთა. 

ზაზა სარალიძიე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. სარალიძე ამბობს, რომ კომისიამ ვერ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას - ვინ მოკლა მისი 16 წლის შვილი.

დავით სარალიძის მამა, ხელისუფლებას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს და 10 სექტემბრიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ზაზა სარალიძეს, სავარაუდოდ პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც შეუერთდება

„სამარცხვინოა ეს მათი დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზეზი ვინ მოკლა დავით სარალიძე. და არა ვინ გაღუნა დანა. ვინ გაღუნა დანა ისიც დამნაშავეა იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას. და დღეს ჩვენ ვღებულობთ იმას, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები  პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას?  რას ელოდებიან.  პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს, ეს მინდა შევახსენო თავად მდინარაძეს, რომ საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება. ჩემი პრესტიჟი  გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საგამოძიებო კომისიისგან პასუხს - ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი ითხოვს ზაზა სარალიძის ადვოკატიც. 

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა წერია, რომ სახეზე იყო ისეთი საპროცესო დარღვევები, რომელსაც გავლენა გავლენა ვერ მოახდინა გამოძიების შედეგზე. უფლებადამცველი ამბობს, რომ კომისია შეეცადა მომხდარი ისე წარმოეჩინა თითქოს მთავარი კითხვები იყო -  თუ ვინ დაანგრია ფარდული და ვინ გაღუნა საქმეში არსებული მტკიცებულება დანა. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები