08 მაისი 2024,   22:58
ვრცლად
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ქალი, რომელიც შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, დაკითხვას დათანხმდა. კრისტინ ფორდი ჩვენებას სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე მომავალ კვირაში მისცემს. მოსმენა, სავარაუდოდ, საჯარო იქნება. კრისტინ ფორდმა ბრეტ კავანო სექსუალურ შევიწროებაში გასულ კვირას დაადანაშაულა. ქალის მტკიცებით, ინციდენტი 30 წლის წინ წვეულებაზე მოხდა. ბრალდების გამო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატის დამტკიცების პროცესი გაჭიანურდა. 

დღის ამბები