09 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
მძიმე დანაშაულში ბრალდებული რუსი ბიზნესმენების დაფუძნებული ქართული ავიაკომპანია  - გამოძიებას კითხვები დიმიტრი ქუმსიშვილთან აქვს

რა კავშირი აქვს ყოფილ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ნაკლებად ცნობილ ქართულ ავიაკომპანიასთან, რომლის დამფუძნებლებიც ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებული რუსი ბიზნესმენები არიან.

მათ მილიარდ დოლარზე მეტის მოპარვასა და გათეთრებაში ადანაშაულებენ და რუსეთში მათზე საქმეა აღძრული.

საქართველოში მათ კომპანიას ლიცენზიის ვადაც გაუვიდა, შეთანხმების პირობებს არ ასრულებენ, მაგრამ ფრენებს მაინც ახორციელებენ.

P.S.-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რუს ბიზნესმენებს ჰქონდათ შეხვედრა ყოფილ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და დიდი ალბათობით, მათ შორის გარკვეული კორუფციული გარიგებაც შედგა.

როგორც P.S-ის ინფორმაციით, ქუმსიშვილის წინააღმდეგ აღძრული გამოძიებების ფარგლებში გამოკითხვა ავიაკომპანიების თემასაც შეეხება.

საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში რამდენიმე ქართული ავიაკომპანია იძებნება.
ერთ-ერთი მათგანი „ამს ეარლაინსია,“ რომელსაც 5 სატრანსპორტო ავიახომალდი ჰყავს და ფრენებს ძირითადად ახლო აღმოსავლეთში ასრულებს.

ავიაკომპანიას 25 სექტემბრის შემდეგ საოპერაციო ლიცენზია აღარ აქვს, თუმცა რეისებს მაინც ასრულებს, პრაქტიკულად პარტიზანულად.

P.S.-სთვის მიწოდებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, ამ კომპანიას არათუ საოპერაციო ლიცენზია, საერთოდ ფრენის სერთიფიკატის მოქმედების ვადაც გაუვიდა. ამ საკითხზე სააგენტოს უფროსს პასუხი არ აღმოაჩნდა.

ავიაციის სფეროში მომუშავე იურისტები კი განმარტავენ, რომ ამ დოკუმენტის გარეშე ფრენების განხორციელება დანაშაულია.

ქართულ სატრანსპორტო ავიაკომპანიებში არსებულ სავარაუდო დარღვევებზე "პოსტ სკირპტუმმა" სიუჟეტი რამდენიმე თვის წინაც მოამზადა. ერთ-ერთი კომპანიას ჩვენი რეპორტაჟის შემდეგ ლიცენზია საერთოდ ჩამოართვეს. მაშინ სავარაუდო დარღვევები "აემესსაც" ჰქონდა, თუმცა ის დღემდე ასრულებს ფრენებს.

კომპანიას ორი რუსი აქციონერი ჰყავს. ამ ადამიანებს დუბაიში კიდევ ერთი ავიაკომპანია აქვთ რეგისტრირებული, სადაც მათი პარტნიორი ვინმე სერგეი პოლსკია. არადა სწორედ ეს ავიაკომპანია ქირაობს ამეს ერალანის თვითმფრინავებს, პილოტებითა და ტექნიკური პერსონალით.

სერგეი პოლსკის სახელს კი რუსეთში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საბანკო და ფინანსური მაქცინაცია უკავშირდება. სწორედ პოლსკი იყო მასტერ ბანკის ვიცე პრეზიდენტი, რომელმაც ათასობით მეანაბრე აზარალა და რომელიც, სხვა მენეჯერებთან ერთად, მაქინაციური სქემით 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გათეთერებაში იყო ბრალდებული. 

 ავტორი: მიშა სესიაშვილი.

 

 

დღის ამბები