09 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია მესამე სექტორთან კონსულტაციებს იწყებს

გაერთიანებული ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ეკონომიკურ და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

„ხელისუფლებაში არის კონკრეტული მაფიოზური ჯგუფი, რომელიც არ ითვალისწინებს არავის რეკომენდაციას. სამოქალაქო სექტორის შეფასებით აღარც სასამართლო გვაქვს, აღარც პროკურატურა გვაქვს, ისინი ემსახურებიან მხოლოდ ვიწრო კლანის ინტერესებს. დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. არის დისკუსია იმაზე, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ნორმალური ინსტიტუციები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაიწყება ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვალსაჩინოა, რომ მიმდინარეობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ნგრევა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, პირველი რიგის ამოცანა არჩევნებამდე მისვლა და არსებული პოლიტიკური ვითარების სწორი განსაზღვრებაა.

დღის ამბები