08 მაისი 2024,   04:52
ვრცლად
„შარომე აშმალახა!“ - სალომე ზურაბიშვილს რუსთავში აქციით დახვდნენ 

შარომე, აშმალახა, განგრენა თქვენ ხართ“- ამ ტრანსპარანტებით რუსთავში მოსახლეობა აქციას მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივებთან შეხვედრას მართავს, რის პარალელურადაც მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა.

ისინი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მოღალატეა.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებებს აპროტესტებენ, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატმა ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. 

ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. 

დღის ამბები