12 დეკემბერი 2018,   12:50
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - მეორე დღეა საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო უკვე მეორე დღეა, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ქართულ პავილიონში ქვეყნის ეროვნულ და თემატურ სტენდებზე ათობით ლიტერატურული და კულტურული სივრცე ქართველ ავტორებსა და არტისტებს ეთმობათ.

ქართული ასოებით გაფორმებულ პავილიონში მხოლოდ კვირეულის ფარგლებში 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი. 14 ოქტომბრამდე იქნება გამოფენებიც, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები

წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კულტურული ღონისძიება საინტერესო არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ პოლიტიკური აქცენტებითაც იყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი, თითქმის, ყველა ქართული კუთხე დაათვალიერა.

 

დღის ამბები