08 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
„ეს ჩანაწერი იმ ჩანაწერის პასუხად არის მომზადებული, რაც „რუსთავი2“-ზე გავიდა“ - სულხან სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერებს გადაცემა არჩევანში ეხმაურება.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ მას არ სჯერა იმ ვერსიის, რომელსაც საგამოძიებო უწყება ავრცელებს. მისი თქმით, უამრავი საქმეა, რომელიც არ არის გამოძიებული.

სულხან სალაძის თქმით, 14 ოქტომბერს უკვე ცნობილი იყო, რომ რუსთავი2-ზე გამოქვეყნდებოდა ჩანაწერი, 15 ოქტომბერს კი ხელისუფლებისგან ქვეყანამ მიიღო დუმილი, რადგან იყო შოკში და დრო სჭირდებოდა ვერსიებისთვის.

მისი თქმით, ამის შემდეგ დაიგეგმა საზოგადოებისთვის ვერსია, რომ ყველაფერი იყო არა ისე, როგორც მოისმინეთ.

„რეალურად ძალიან დიდი ალბათობაა იმისთვის, რომ ეს ჩანაწერი იყო მოდელირებული, ისე სუფთად ისმის ხმები, ისე დახვეწილია ყველაფერი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი გეგმავდეს, რაღაც იცრუოს და ამას კონკრეტულ პირს უყვებოდეს, რომ ამ ტყუილზე წავალ. აქ იმდენი გარემოება, რომელიც ეჭვის საფუძველს გვიტოვებს ჩვენ, რომ ეს ჩანაწერი, დიდი ალბათობით, სწორედ იმ ჩანაწერის პასუხად არის მომზადებული, რაც რუსთავი2-ზე გავიდა, რომ ხელისუფლებას, რაც დრო გავა, უფრო გაუჭირდება ამის მტკიცება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ

მისი თქმით, მას არა აქვს იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საქმე იქნება გამოძიებული და მათ შორის არის ეს ჩანაწერებიც. სულხან სალაძეს მაგალითად მოჰყავს აფგან მუხთარლის საქმე, ასევე ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე და აცხადებს, რომ არც ერთ საქმეზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია. 

დღის ამბები