08 მაისი 2024,   05:48
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს, უწყებათაშორისი კომისიის დატოვებისკენ მოუწოდებს 

„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, სისრულეში მოიყვანონ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ უწყებათაშორისი კომისია უნდა დაეტოვებინათ.

პარტიის წევრების განცხადებით, შეთანხმების მიუხედავად გაერთიანებული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები კომისიაში ისევ რჩებიან.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ უწყებათაშორისი კომისია ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგით არ გამოირჩეოდა.

„იმის მაგივრად, რომ კომისია დაკავებული ყოფილიყო პრობლემების გამოსწორებით, ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციით და კონსტრუქციული დიალოგით, ამის მაგივრად, გადაიქცა პროფანაციად თანამშრომლობისა, რის გამოც უწყებათაშორისი კომისია დატოვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. სამი მთავარი კანდიდატიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ქალბატონ ჭალიძეზეა საუბარი, ბატონ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელი, მისი ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის, ჯერ კიდევ ინარჩუნებს წევრობას უწყებათაშორისი კომისიისა, რაც ხელს უშლის პროდასავლურ ოპოზიციას, აუხსნას ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თუ რაოდენ არაკონსტრუქციული და არაცივილიზებული გარემო შემქნა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

დღის ამბები