09 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
"ბანდიტების ხელში ვართ" - მცხეთა-მთიანეთში დარწმუნებულები არიან, რომ ციხის ჩანაწერები დადგმული არ არის

„ყველაფერს მართალს ყვება, მჯერა“ - მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ყველა ის ფაქტი, რაზეც ციხის ფარულ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი საუბრობს, სიმართლეს შეესაბამება.  

მოქალაქეები ამბობენ, რომ სუბელიანი აცხადებს, რომ ტყუილი რომ იყოს ის, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, მაშინ შვილმოკლული მამები გარეთ არ იდგებოდნენ სამართალის ძიებაში. მცხეთა-მთიანეთში ფიქრობენ, რომ სუბელიანი ხელისუფლებას გაურიგდა.

„კორუმპირებულია მთელი ქვეყანა, ყაჩაღების და ბანდიტების ხელში ვართ,“ - აცხადებენ მცხეთა-მთიანეთში.

რეგიონში ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში გამორიცხული არაფერია. მოქალაქეები ამბობენ, რომ მირზა სუბელიანს საკუთარი შვილი ციხეში თავად უნდა მიეყვანა, თუმცა, ხელისუფლებამ მას საშუალება მისცა, საქმე გაეყალბებინა. მცხეთა-მთიანეთში აცხადებენ, რომ თავად სუბელიანმა ბევრი იცის ამ მთავრობაზე, ამიტომაც ახერხებს მათ მართვას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები