09 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
ამომრჩევლის ნების კონტროლი და შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - სამოქალაქო კომისიებში არასამთავრობოების საჩივრების განხილვა იწყება

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს სამოქალაქო კომისიებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საჩივრების განხილვა იწყება.

სამოქალაქო სექტორმა სულ 400-მდე საჩივარი მოამზადა, სადაც ძირითადად საუბარია ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე. თუმცა ყველაზე მწვავეა შეფასებები ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის მოსყიდვის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.

სავარაუდო სისიხლის სამართლის დანაშაულის დადგენას არასამთავრობოები შესაბამისი ორგანოებიდან ითხოვენ.

„ყველაზე სერიოზული დარღვევები, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს იყო უბნების გარეთ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, როდესაც ხდებოდა კოორდინატორების მიერ მობილიზება ამომრჩევლების და მათთან კომუნიკაცია. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ გადასცეს რამდენჯერმე თანხა კონკრეტულ ამომრჩევლებს. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ტენდენციური სახით რაც იყო გამოკვეთილი. თუ ამის გამოძიება მოხდება და ეს ადამიანები დადგინდებიან ვინც ამას აკეთებდე, შესაძლოა ეს სისხლის სამართლის დანაშაულიც იყოს,“-განაცხადა „გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

დღის ამბები